სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება: ვდგევართ თუ არა დემოგრაფიული კრიზისის წინაშე?



პროექტის მთავარი იდეა -ჩემი სოფლის დემოგრაფიული მონაცემების მოპოვება და მისი გეომეტრიული გამოსახვა.

პროექტის აქტუალობა- გამოვარკვიოთ, ჩვენი სოფელი არის თუ არა დემოგრაფიული კრიზისის წინაშე. მოვიპოვოთ მონაცემები, დავაჯგუფოთ და გამოვსახოთ გეომეტრიულად.

პროექტის მიზნები - მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მონაცემების დაჯგუფება, განუვითარდეს დიაგრამის აგების, წაკითხვის, მათი საშუალებით დასკვნების, შეფასების გაკეთების უნარი. გაიაზროს და შეაფასოს სტატისტიკურ  მონაცემებზე დაყრდნობით მათემატიკის მნიშვნელოვანი როლი დასახული მიზნების რეალიზაციის პროცესში.

მონაწილეთა ასაკი-14-15 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა-2 დღე.

მოსალოდნელი შედეგები-მოპოვებული მონაცემების მიხედვით დიაგრამების  დაცხრილების აგება. ჩვენი სოფლის დემოგრაფიული დ დიაგრამის გაცნობა მოწვეული სტუმრებისათვის. კედლის გაზეთის გამოშვება

პროექტისათვის  საჭირო ძირითადი  რესურსები- კომპიუტერი, სახელძღვანელო, ფოტო-აპარატი

პროექტის მსვლელობა-

აქტივობა 1  -მოსწავლეთა დაყოფა ჯგუფებად.



აქტივობა 2-ჯგუფების მიერ სოფელ თხინვალის 1990-2012 წლეებში დაბადებული ბავშვების აღრიცხვა.



აქტივობა 3-მონაცემების დაჯგუფება.


აქტივობა 4-მონაცემების წარმოდგენა დიაგრამებით.





აქტივობა5-შედეგების შემოწმება.

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი- რაოდენობრივ მონაცემთა დაჯგუფება. შესაბამისი წარმოდგენის ხერხების აგების ჩვევების დაუფლება. შესაბამისი დიაგრამების შერჩევის უნარის გამომუშავება. არჩევანის დასაბუთება გრაფიკული ფორმით წარმოდგენილი მონაცემების სტატისტიკური შიინაარსის გააზრება.

პროექტის ხელმძღვანელი: ნინო გურგენიძე.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: gurgenidzenino3@gmail.com



No comments:

Post a Comment